среда, 14 апреля 2010 г.

სასწავლო პროექტი



  • პროექტის სახელი: სუფთა და დანაგვიანებული გარემო.
  • პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები აკვირდებიან და მსჯელობენ, იმის შესახებ თუ რა საშიშროებას უქმნის გარემოს დანაგვიანება ადამიანსა და ბუნებას.
  • პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები დაყოფილია ჯგუფებად. პირველ ჯგუფს ევალება, რომ დაუკავშირდნენ სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელს და მოიპოვონ ინფორმაცია, თუ რატომ არის საშიში და მავნებელი გარემოს დანაგვიანება. მეორე ჯგუფი მოიძიებს ნასწავლ მასალებს სახელმძღვანელოებიდან, თუ რითი შეიძლება ადამიანმა დაანაგვიანოს ბუნება–ისინი ყრიან იმას, რაც არ სჭირდებათ: ბოთლები, ქილები, პარკები, საჭმლის ნარჩენები. მესამე ჯგუფს ევალებათ მოაწყონ აქცია–სკოლის და საცხოვრებელი ადგილების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება, რადგან ძალიან არასასიამოვნო სანახავია დანაგვიანებული გარემო.
  • მონაწილეთა ასაკი:9–10წელი
  • ვადები და ხანგრძლივობა: სისტემატიურად, დაწყებითი კლასების დამთავრებამდე.
  • პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევითი, თანამშრომლობის უნარის განვითარება, ნასწავლი მასალის გახსენება, აქციის მოწყობა.
  • მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები ადევნებენ თვალ–ყურს მათი საცხოვრებელის და სკოლის მიმდებარე ტერიტორიებს და ცდილობენ, რომ სამყოფი გარემო არ იყოს დანაგვიანებული.
  • სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები სისტემატიურად დაასუფთავებენ ტერიტორიებს და მაგალითის მიმცემნი იქნებიან სხვებისთვის.
  • სამუშაო ენა: ქართული.
  • მონაწილეები სხვა სკოლებიდან:არ გვყავს.
  • საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი: ბუნებისმცოდნეობა.
  • პროექტის ფასილიტატორი: ლ.ლომთაძე.
  • ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lomtadzelela@gmail.com.